საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.
2025 წლის 4–7 ნოემბერს გაიმართა სქემათერაპიის ტრენინგი თემაზე: „სქემათერაპიის ვორქშოფი ორმაგი დიაგნოზებისთვის: პიროვნული დარღვევები და დამოკიდებულება“, რომელსაც ბელგიელი კლინიკური ფსიქოლოგი და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სპეციალისტი, იან კალენსი უძღვებოდა.
გახსნილია აბსტრაქტების მიღება და რევიუერების მოწვევა 2026 წლის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონგრესისთვის (WCCBT 2026). კონგრესი გაიმართება 25–28 ივნისს, ქალაქ სან-ფრანცისკოში, Marriott Marquis-ში.
CBT სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაში.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება გიწვევთ რიგით მესამე ყოველწლიურ კონფერენციაზე "კბთ-ის როლი კრიზისების დროს: თეორია და პრაქტიკა" - ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
29 მარტს, თბილისში, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი ოქსფორდის ჯანდაცვის სპეციალისტთა ფსიქოლოგიური ინტერვენციის ცენტრისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სადოქტორო კურსის ხელმძღვანელის, პროფესორ პოლ სალკოვსკისის ხელმძღვანელობით. მასტერკლასის თემატიკა იყო „ობსესიურ-კომპულსური აშლილობა“.
27 იანვარს, Tbilisi Marriott Hotel-ში, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა თემაზე „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურში“.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება გიწვევთ კონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე სპეციალისტებს, ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების დელეგაცია 4-7 ოქტომბერს ანტალიაში გამართულ ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) ყოველწლიურ კონგრესს დაესწრო.