
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
დიპლომისშემდგომი სერტიფიკატი აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ცოდნა, უნარები და სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კლინიკური პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგებს (მაგისტრებს) და ფსიქიატრებს.
მსურველებს უნდა გააჩნდეთ საკმარისი დრო ტრენინგებზე დასასწრებად და შეეძლოთ საკუთარი კლინიკური პრაქტიკის ორგანიზება შესაბამისი კატეგორიის კლიენტებთან, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდებათ დასამუშავებელი ლიტერატურა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ორდღიანი სასწავლო სემინარები ჩატარდება თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას. ვორქშოფებს პერიოდულად გაუძღვებიან უცხოელი სპეციალისტები.
კურსის ხანგრძლივობა
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამის მინიმალური ხანგრძლივობაა 3 წელი. პირველი სასწავლო წელი ძირითადად, ეთმობა თეორიული ცოდნის და კბთ-ს ბაზისური ტექნიკების დაუფლებას. მეორე და მესამე სასწავლო წელი ეთმობა სხვადასხვა აშლილობების დროს კბთ-ს სწავლებას და კლინიკურ პრაქტიკას სუპერვიზიით. სასწავლო კურსის პარალელურად, პირველ წელს მონაწილეებს მოეთხოვებათ 250 საათის ოდენობის კლინიკური პრაქტიკის გავლა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში (ეს მოთხოვნა არ ეხება კლინიკურ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს).
კურსის საფასური
სასწავლო კურსის წლიური გადასახადია 2400 ლარი. შესაძლებელია თანდათანობითი გადახდა (თვეში 200 ლარი). მეორე წლიდან ტარდება ჯგუფური სუპერვიზია, რომლის წლიური საფასურია 3200 ლარი. მეორე-მესამე წელს სუპერვიზია ტარდება მცირე ჯგუფებში, კვირაში ერთხელ.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 მარტი. შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ ონლაინ-გასაუბრების ლინკი. სწავლა დაიწყება აპრილის თვეში.
სასწავლო კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობაა 20 მონაწილე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ფსიქიატრებს და კლინიკური პრაქტიკის მქონე და ამ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს.
თანაბარი კრიტერიუმების მქონე კანდიდატებიდან შერჩეულ იქნება ის პირი, რომელსაც უფრო ადრე ექნება გადმოგზავნილი საბუთები.
კონტაქტი
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 599) 73 54 43
ელ-ფოსტა: geocbt@gmail.com
პროგრამაში მონაწილეების მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, დიპლომის ასლები და შევსებული კბთ პროგრამაში მიღების სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.
25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.
2025 წლის 4–7 ნოემბერს გაიმართა სქემათერაპიის ტრენინგი თემაზე: „სქემათერაპიის ვორქშოფი ორმაგი დიაგნოზებისთვის: პიროვნული დარღვევები და დამოკიდებულება“, რომელსაც ბელგიელი კლინიკური ფსიქოლოგი და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სპეციალისტი, იან კალენსი უძღვებოდა.