საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაზე.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების და ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მხარდაჭერით, 2016 წლის 28 - 29 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია"; 30 ოქტომბერს კი ჩატარდა სუპერვიზიის ტრენინგი კოგნიტურ-ბიჰევიორულ კონცეპტუალიზაციაში.
მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონალური კონფერენციის ეგიდით, 2016 წლის 27 აპრილს ჩატარდება ვორქშოფი თემაზე: "შემთხვევის კონცეპტუალიზაცია კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში".
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება აცხადებს მიღებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომის შემდგომ 3 წლიან სასწავლო პროგრამაზე.