
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების და ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მხარდაჭერით, 2016 წლის 28 - 29 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია"; 30 ოქტომბერს კი ჩატარდა სუპერვიზიის ტრენინგი კოგნიტურ-ბიჰევიორულ კონცეპტუალიზაციაში. ვორქშოპს და სუპერვიზიას უძღვებოდა ბელგიელი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი იან კალენსი.
2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.
2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:
„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.