სიახლეები

28 ოქტ 2016

ვორქშოფი „დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია“ – 2016 წლის ოქტომბერი

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ორგანიზებითა და ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მხარდაჭერით, 2016 წლის 28–29 ოქტომბერს ჩატარდა ვორქშოფი თემაზე: „დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია“.
30 ოქტომბერს კი გაიმართა სუპერვიზიის ტრენინგი კოგნიტურ-ბიჰევიორულ კონცეპტუალიზაციაში.

ვორქშოფსა და სუპერვიზიას უძღვებოდა ბელგიელი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი — იან კალენსი.

23 სექ 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 სექ 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.