საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს)
ჩვენ შესახებ
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) დაფუძნდა 2010 წელს, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისა და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP-Tbilisi) მხარდაჭერით.
საზოგადოების მთავარი მიზანია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (კბთ), როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მიდგომის განვითარება, დანერგვა და პოპულარიზაცია საქართველოში.
საზოგადოება აერთიანებს ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს, რომლებიც მუშაობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და მიზნად ისახავენ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას თერაპიის სწავლების, პრაქტიკისა და სუპერვიზიის პროცესში.
ისტორია და განვითარება
საზოგადოების საქმიანობის დასაწყისი 2004–2005 წლებით თარიღდება, როდესაც სამხრეთ ლონდონისა და მოდსლის ფსიქიატრიის ინსტიტუტის მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს პირველი ტრენინგი თემაზე: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქოზებისთვის, დეპრესიისთვის და შფოთვითი აშლილობებისთვის“.
2006 წელს გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია“, ხოლო 2009 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით შემუშავებულ სასწავლო კურსს აკრედიტაცია მიანიჭა.
2010 წელს დაფუძნდა სკბთს და შეიქმნა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამის პირველადი ვერსია.
2011–2014 წლებში ჩატარდა ტრენინგების მრავალსაფეხურიანი ციკლი ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისთვის, მათ შორის, უკრაინის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ინსტიტუტთან (ხელმძღვანელი პროფ. ოლეგ რომანჩუკი) თანამშრომლობით.
2012 წელს ბრიტანულ ჟურნალში CBT Today გამოქვეყნდა სტატია „კბთ საქართველოში“.
2013–2014 წლებში სკბთს მონაწილეობდა კვლევაში „ფსიქოთერაპევტის პროფესიული როლისა და ფუნქციების განსაზღვრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მულტიდისციპლინურ გუნდში“.
2014 წელს საზოგადოება გახდა ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) ნამდვილი წევრი, ხოლო 2020 წლის 24 თებერვალს მიიღო EABCT-ის ოფიციალური აკრედიტაცია.
2015–2020 წლებში სკბთს-მ განახორციელა EABCT-ის მიერ დაფინანსებული ვორქშოფების სერია, რომელშიც მონაწილეობდნენ აკრედიტებული ევროპელი ტრენერები.
მიზნები და ამოცანები
საზოგადოების მიზანია საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მიდგომის დანერგვა და განვითარება.
მთავარი ამოცანებია:
საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა
სკბთს აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციასთან (EABCT), უკრაინის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ინსტიტუტთან და სხვა პროფესიულ გაერთიანებებთან.
საზოგადოება ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სემინარებსა და კონფერენციებს, ამზადებს ქართულენოვან სასწავლო რესურსებს, ახორციელებს კვლევით პროექტებს და მხარს უჭერს პროფესიული ეთიკისა და მაღალი ხარისხის თერაპიული პრაქტიკის ჩამოყალიბებას საქართველოში.
ჩვენი ხედვა
სკბთს ქმნის ძლიერ პროფესიულ საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის ხელმისაწვდომობას, აძლიერებს ჰოსპიტალგარეშე სერვისებს და ამკვიდრებს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრირებული სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს საქართველოში.