აკრედიტაციის სერტიფიკატები გაიცემა 5 წლის ვადით. ვადის ამოწურვის თარიღი მკაფიოდ მითითებულია სერტიფიკატის ქვედა ნაწილში.
რეაკრედიტაციის კრიტერიუმების დაცვა აუცილებელია ყველა აპლიკანტისთვის, რომლებიც აკრედიტირებული წევრები (Mem.As) . აკრედიტირებულ წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შეაფასონ მათი წევრების რეაკრედიტაციის განაცხადები.
რეაკრედიტაციის რეკომენდებული კრიტერიუმები:
აპლიკანტი კვლავ იყოს პროფესიულად რეგისტრირებული მისი ასოციაციის მიერ აკრედიტებულ ძირითადი პროფესიებში;
გამოიჩინოს მუდმივი დაინტერესება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სფეროში, რაც მოიცავს უწყვეტ პროფესიულ განვითარებას (Continuing Professional Development – CPD);
განაგრძოს კბთ-ის კლინიკური სუპერვიზიის მიღება;
აკმაყოფილებდეს ნებისმიერ სხვა კრიტერიუმს, რომელიც დაწესებულია ეროვნული კანონებით ან მისი ასოციაციის წესებით და რეგულაციებით.
უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) შესაძლო აქტივობები:
მონაწილეობის მიღება კბთ ღონისძიებებში:
თეორიული: კონგრესები, კონფერენციები, ლექციები;
პრაქტიკული/უნარების: სემინარები;
კბთ ტრენინგების ჩატარება;
კბთ კვლევებში ჩართვა;
კბთ აკადემიური პრეზენტაციები;
კბთ-ის გამოქვეყნებული მასალები.
რეაკრედიტაციის შედეგად გაიცემა ახალი სერტიფიკატი 5 წლის ვადით, რომელიც ადასტურებს კბთ-თერაპევტის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, კლინიკურ სუპერვიზიასა და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის აქტიურ პრაქტიკაში ჩართულობას.