
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაზე.
სკბთს არის ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) ნამდვილი წევრი.
პროგრამა შეესაბამება EABCT-ის სტანდარტებს და აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. სწავლების განმავლობაში მონაწილეები იღებენ თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს და სუპერვიზირებულ კლინიკურ გამოცდილებას.
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი. სემინარები ტარდება თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, ძირითადად შაბათ-კვირას. ვორქშოფებს პერიოდულად უძღვებიან უცხოელი სპეციალისტები.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს ან ინტერნებს შესაბამის სპეციალობებში.
რეგისტრაციის ვადა: 2018 წლის 18 ოქტომბერი
საკონტაქტო პირი: ნათია ბადრიშვილი
ტელ: (+995 599) 73 54 43
ელ-ფოსტა: geocbt@gmail.com
ვებგვერდი: www.geocbt.ge
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.
2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:
„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.