.jpg)
25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.
მემორანდუმი წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ პროფესიონალ ფსიქოლოგებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაეუფლონ ტრავმაზე ორიენტირებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (TF-CBT) პრაქტიკასა და სტანდარტებს, რაც ბავშვების რეაბილიტაციის პროცესში ხარისხიანი და ეფექტიანი სერვისების განვითარებას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად დაიწყო TF-CBT-ის სამდღიანი ინტენსიური ტრენინგი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ King’s College London-ის ექსპერტები — დოქტორი ჯესიკა რიჩარდსონი და პროფესორი პატრიკ ენტონი სმიტი. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრები, რომლებიც მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში გამოიყენებენ და ქვეყნის მასშტაბით ტრავმაზე დაფუძნებული ინტერვენციების დანერგვაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
ინიციატივა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება აგრძელებს აქტიურსაქმიანობას, რათა ქვეყნის პროფესიულ სივრცეში დანერგოს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული პრაქტიკები და ხელი შეუწყოს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას.
2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.
2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:
„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.