სიახლეები

28 ნოე 2025

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ UNICEF-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.

მემორანდუმი წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ პროფესიონალ ფსიქოლოგებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაეუფლონ ტრავმაზე ორიენტირებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (TF-CBT) პრაქტიკასა და სტანდარტებს, რაც ბავშვების რეაბილიტაციის პროცესში ხარისხიანი და ეფექტიანი სერვისების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად დაიწყო TF-CBT-ის სამდღიანი ინტენსიური ტრენინგი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ King’s College London-ის ექსპერტები — დოქტორი ჯესიკა რიჩარდსონი და პროფესორი პატრიკ ენტონი სმიტი. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრები, რომლებიც მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში გამოიყენებენ და ქვეყნის მასშტაბით ტრავმაზე დაფუძნებული ინტერვენციების დანერგვაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით. 

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება აგრძელებს აქტიურ საქმიანობას, რათა ქვეყნის პროფესიულ სივრცეში დანერგოს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული პრაქტიკები და ხელი შეუწყოს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას.

30 აპრ 2026

EABCT 2026 კონგრესის თიზერ ვიდეო და რეგისტრაციის განახლება

გამოქვეყნდა EABCT 2026 Congress-ის თიზერ ვიდეო, რომელიც მომავალი კონგრესის ძირითად მიმართულებებსა და მასშტაბს ასახავს.

03 თებ 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.