GEO | ENG

News

23 Oct 2025

2026 წლის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონგრესი (WCCBT 2026)

გახსნილია აბსტრაქტების მიღება და რევიუერების მოწვევა 2026 წლის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონგრესისთვის (WCCBT 2026). კონგრესი გაიმართება 25–28 ივნისს, ქალაქ სან-ფრანცისკოში, Marriott Marquis-ში.

კონგრესის თემა:
“Health for All: Affirming, Equitable, and Sustainable CBT”
(„ჯანმრთელობა ყველასთვის: დამადასტურებელი, თანასწორი და მდგრადი CBT“)

კონგრესში მონაწილეობა ეძლევა მკვლევრებს, თერაპევტებსა და აკადემიურ საზოგადოებას, რომლებიც შეძლებენ:

  1. საკუთარი სამეცნიერო ნაშრომების და კვლევების წარდგენას პლენარულ ან პოსტერულ სესიებზე;

  2. ჩართულობას მეცნიერულ რევიუერების კომიტეტში, სადაც ექსპერტები აფასებენ აბსტრაქტებს და უზრუნველყოფენ კონგრესის მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას.

ასოციაცია მოუწოდებს ყველა კოლეგას, ვინც მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სფეროში, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარებისათვის.

რევიუერად მონაწილეობის სურვილისა და კომპეტენციის სფეროების აღნიშვნა შესაძლებელია მცირე (~1 წუთიანი) ონლაინ კითხვარის შევსებით.

რეგისტრაცია:

  • აბსტრაქტების წარდგენა: აქ

  • რევიუერობის მსურველთა კითხვარი: აქ

ვადები:

  • აბსტრაქტების წარდგენა: 12 დეკემბერი, 2025

  • რევიუერების დასახელება: 30 ნოემბერი, 2025

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონგრესის ოფიციალურ საიტზე.

23 Sep 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 Sep 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.