სიახლეები

23 ოქტ 2025

2026 წლის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონგრესი (WCCBT 2026)

გახსნილია აბსტრაქტების მიღება და რევიუერების მოწვევა 2026 წლის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონგრესისთვის (WCCBT 2026). კონგრესი გაიმართება 25–28 ივნისს, ქალაქ სან-ფრანცისკოში, Marriott Marquis-ში.

კონგრესის თემა:
“Health for All: Affirming, Equitable, and Sustainable CBT”
(„ჯანმრთელობა ყველასთვის: დამადასტურებელი, თანასწორი და მდგრადი CBT“)

კონგრესში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა მკვლევრებს, თერაპევტებსა და აკადემიურ საზოგადოების წარომადგენლებს, რომლებიც შეძლებენ:

  1. საკუთარი სამეცნიერო ნაშრომების და კვლევების წარდგენას პლენარულ ან პოსტერულ სესიებზე;

  2. ჩართვას რევიუერების კომიტეტში, სადაც ექსპერტები აფასებენ აბსტრაქტებს და უზრუნველყოფენ კონგრესის მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას.

ასოციაცია მოუწოდებს ყველა კოლეგას, ვინც მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სფეროში, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარებისათვის.

რევიუერად მონაწილეობის სურვილისა და კომპეტენციის სფეროების აღნიშვნა შესაძლებელია მცირე (~1 წუთიანი) ონლაინ კითხვარის შევსებით.

რეგისტრაცია:

  • აბსტრაქტების წარდგენა: აქ

  • რევიუერობის მსურველთა კითხვარი: აქ

ვადები:

  • აბსტრაქტების წარდგენა: 12 დეკემბერი, 2025

  • რევიუერების დასახელება: 30 ნოემბერი, 2025

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონგრესის ოფიციალურ საიტზე.

03 თებ 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

28 ნოე 2025

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ UNICEF-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.