GEO | ENG

News

17 Oct 2025

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები CBT სპეციალისტებისთვის

CBT სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაში:

  • EABCT-ის 56-ე წლიური კონგრესი, ბრიუსელი, ბელგია, 16–19 სექტემბერი 2026. რეგისტრაცია იხსნება 5 იანვარს.

  • WCCBT-ის მე-11 მსოფლიო კონგრესი, სან ფრანცისკო, აშშ, 25–28 ივნისი 2026. აბსტრაქტების მიღება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 12 დეკემბრამდე, 2025.

  • მანამდე კი გაიმართება აგნიეჟკა პოპიელის ონლაინ ვორქშოფი PTSD-ის მკურნალობის პერსონალიზაციაზე, 11 ნოემბერი. ვორქშოფის ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დარეგისტრირებული მონაწილისთვის.

რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.

23 Sep 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 Sep 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.