სიახლეები

16 მარ 2022

სკბთს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმას შეუერთდა

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით შეუერთდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმას.

პლატფორმა აერთიანებს იმ სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების მომსახურებას უფასოდ სთავაზობენ.

 

30 აპრ 2026

EABCT 2026 კონგრესის თიზერ ვიდეო და რეგისტრაციის განახლება

გამოქვეყნდა EABCT 2026 Congress-ის თიზერ ვიდეო, რომელიც მომავალი კონგრესის ძირითად მიმართულებებსა და მასშტაბს ასახავს.

03 თებ 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.