GEO | ENG

News

16 Mar 2022

სკბთს შეუერთდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმას

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით შეუერთდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმას.

პლატფორმა აერთიანებს იმ სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების მომსახურებას უფასოდ სთავაზობენ.

ქვემოთ იხილავთ მონაწილე ორგანიზაციების და მათ მიერ შემოთავაზებული სერვისების ჩამონათვალს.

23 Sep 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 Sep 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.