კონფერენციები

09 ნოე 2025

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მესამე, ყოველწლიური კონფერენცია: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის როლი კრიზისების დროს: თეორია და პრაქტიკა“.

2025 წლის 8 ნოემბერს, სასტუმრო „Rooms Hotel“-ში, გაიმართა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მესამე, ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის როლი კრიზისების დროს: თეორია და პრაქტიკა“.

კონფერენცია განკუთვნილი იყო ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქიატრებისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროთი დაინტერესებული სხვა სპეციალისტებისთვის.

ღონისძიების მიზანი იყო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მნიშვნელობის განხილვა კრიზისულ მდგომარეობებში, თერაპიის თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:

  • კბთ-ის სწავლებისა და გამოყენების განვითარებაზე საქართველოში;

  • თერაპიის ეფექტურობაზე კრიზისულ სიტუაციებში — სუიციდის რისკი, ტრავმა, კვებითი აშლილობები, ADHD და სხვა;

  • ჯგუფურ თერაპიაზე, მაინდფულნესზე დაფუძნებულ მიდგომებსა და ემოციური გადაწვის პრევენციაზე;

  • განახლებულ თერაპიულ პროტოკოლებსა და ახალ კვლევებზე;

  • პრაქტიკოს სპეციალისტებთან და მკვლევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

კონფერენცია აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ თემებს და წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და ცოდნის გასაღრმავებლად. 

იხილეთ მომხსენებლები და კონფერენციის თემები:

03 თებ 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

28 ნოე 2025

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ UNICEF-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.