კონფერენციები

28 იან 2024

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მეორე კონფერენცია : „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურში“

2024 წლის 27 იანვარს, სასტუმრო „Marriott Tbilisi Hotel“-ში, გაიმართა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების რიგით მეორე კონფერენცია თემაზე: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურში“.

კონფერენცია განკუთვნილი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის — ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქიატრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიების მიზანი იყო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (CBT) მნიშვნელობისა და ღირებულების წარმოჩენა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. მომხსენებლებმა წარმოადგინეს თანამედროვე კვლევების შედეგები და გამოცდილება იმაზე, თუ რა როლი აქვს კბთ-ს მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და აღდგენაში.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა:

  • გაეზიარებინათ გამოცდილება;

  • მონაწილეობა მიეღოთ ვორქშოფებში;

  • მოესმინათ მოხსენებები აქტუალურ საკითხებზე;

  • დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.

შეხვედრის ყველა მონაწილეს გადაეცა ელექტრონული სერტიფიკატი. 

იხილეთ მომხსენებლები და კონფერენციის თემები:

 

23 სექ 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 სექ 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.