კონფერენციები

13 ნოე 2022

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების რიგით პირველი კონფერენცია: „თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში“

2022 წლის 12 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, გაიმართა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების პირველი კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები — ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები და სხვა დაინტერესებული პირები.

კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა წარმოადგინეს კოგნიტურ-ბიჰევიორული და სქემაზე ფოკუსირებული თერაპიის თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება. შეხვედრა მოიცავდა დისკუსიასა და გამოცდილების გაზიარების სესიებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა გაეღრმავებინათ პროფესიული ცოდნა და დამყარებულიყო თანამშრომლობის ახალი ფორმები.

იხილეთ მომხსენებლები და კონფერენციის თემები: 

23 სექ 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 სექ 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.