
2016 წლის 27 აპრილს, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა ვორქშოფი თემაზე: „შემთხვევის კონცეპტუალიზაცია კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში“.
ვორქშოფს უძღვებოდა ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის წევრი, ბელგიის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციის წარმომადგენელი — იან კალენსი, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი.
2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.
2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:
„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.