სიახლეები

05 იან 2016

სამინისტროს მიერ აკრედიტებულ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამა

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება აცხადებს მიღებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ, დიპლომისშემდგომ სამწლიან სასწავლო პროგრამაზე კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში.

სწავლა დაიწყება 2016 წლის თებერვალში. 
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV 2016 წლის 20 იანვრამდე შემდეგ მისამართზე: geocbt@gmail.com.

საკონტაქტო პირი: ნათია ბადრიშვილი
ტელ: 599 73 54 43

23 სექ 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 სექ 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.