
გამოქვეყნდა EABCT 2026 Congress-ის თიზერ ვიდეო, რომელიც მომავალი კონგრესის ძირითად მიმართულებებსა და მასშტაბს ასახავს.
კონგრესის რეგისტრაციის პროცესი გამარტივებულია და აღარ საჭიროებს წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ასევე, ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია მთავარი მომხსენებლებისა და პრეკონგრესის ვორქშოფების აღწერები.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.