სიახლეები

14 ოქტ 2025

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მესამე კონფერენცია (2025)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება გიწვევთ რიგით მესამე ყოველწლიურ კონფერენციაზე "კბთ-ის როლი კრიზისების დროს: თეორია და პრაქტიკა" - ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

თარიღი და დრო: 8 ნოემბერი, 10:00–18:00
სასტუმრო: ROOMS HOTEL
მისამართი: თბილისი, კოსტავას 14

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია კბთ-ის სწავლებისა და გამოყენების განვითარებაზე საქართველოში, კრიზისულ მდგომარეობებში თერაპიის ეფექტურობაზე (სუიციდის რისკი, ტრავმა, კვებითი აშლილობები, ADHD და სხვა), ჯგუფურ თერაპიაზე, მაინდფულნესზე დაფუძნებულ მიდგომებზე და ემოციური გადაწვის პრევენციაზე. ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი კვლევების შედეგები და განახლებული თერაპიული პროტოკოლები.

კონფერენცია აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ თემებს, რაც მას განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღონისძიებად აქცევს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პირებისთვის. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკოსებთან და მკვლევრებთან.

დასწრების საფასური:

  • სკბთ-ს წევრებისთვის: 100 ლარი

  • სკბთ-ს არაწევრი პირებისთვის: 130 ლარი

გადახდის მეთოდი: თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ანგარიშზე: GE86BG0000000860617600

რეგისტრაცია ხელმისაწვდომია აქ.

23 სექ 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 სექ 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.