
29 მარტს, თბილისში, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი ოქსფორდის ჯანდაცვის სპეციალისტთა ფსიქოლოგიური ინტერვენციის ცენტრისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სადოქტორო კურსის ხელმძღვანელის, პროფესორ პოლ სალკოვსკისის ხელმძღვანელობით. მასტერკლასის თემატიკა იყო „ობსესიურ-კომპულსური აშლილობა“.
მასტერკლასს ესწრებოდა სკბთს-ის 80-მდე წევრი.
განსაკუთრებული მადლობა ლონდონის ქინგს კოლეჯისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორს, ქეთევან ჭანტურიას, მასტერკლასის საქართველოში ჩატარების იდეის მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის.
2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.
2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:
„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.