სიახლეები

14 ნოე 2022

დასრულდა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პირველი კონფერენცია (2022)

12 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, გაიმართა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პირველი კონფერენცია თემაზე „თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში“.

კონფერენციას ესწრებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები და სხვა დაინტერესებული პირები.

მომხსენებლებმა წარმოადგინეს კოგნიტურ-ბიჰევიორული და სქემაზე ფოკუსირებული თერაპიის თანამედროვე მიღწევები, გაიმართა დისკუსია და მონაწილეებს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.

30 აპრ 2026

EABCT 2026 კონგრესის თიზერ ვიდეო და რეგისტრაციის განახლება

გამოქვეყნდა EABCT 2026 Congress-ის თიზერ ვიდეო, რომელიც მომავალი კონგრესის ძირითად მიმართულებებსა და მასშტაბს ასახავს.

03 თებ 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.