სიახლეები

20 დეკ 2019

მიღება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომ პროგრამაზე – 2020

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაზე.

სკბთს არის ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) ნამდვილი წევრი.

პროგრამა შემუშავებულია სკბთს-ის ბაზაზე, შეესაბამება EABCT-ის მოთხოვნებს და აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

დიპლომისშემდგომი სერტიფიკატი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები და სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კლინიკური პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგებს (მაგისტრებს) და ფსიქიატრებს.
გამონაკლისის სახით, მიღება შესაძლებელია მაგისტრატურის სტუდენტებისთვისა და ინტერნებისთვის, რომლებიც ამთავრებენ სწავლას აღნიშნულ სპეციალობებში.

სასწავლო სემინარები ტარდება თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას. ვორქშოფებს პერიოდულად უძღვებიან უცხოელი სპეციალისტები.

პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი. პირველი წელი დაეთმობა თეორიულ სწავლებას და კბთ-ს ძირითადი ტექნიკების შესწავლას, მეორე და მესამე წლები — სხვადასხვა აშლილობების დროს კბთ-ს გამოყენებასა და სუპერვიზირებულ კლინიკურ პრაქტიკას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 20 იანვარი

საკონტაქტო პირი: ნათია ბადრიშვილი
ტელ: (+995 599) 73 54 43
ელ-ფოსტა: geocbt@gmail.com

23 სექ 2026

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია EABCT 2026-ის კონგრესზე

2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.

03 სექ 2026

EABCT-ის გლობალური ელჩი 2026 - პროფესორ ფრანკ ნოინერის ონლაინ ვორქშოფი

2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:

„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.