პროექტები

პროექტი „ინტეგრირებული ზრუნვის გაუმჯობესება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისა და დამოკიდებულების მქონე პირებისთვის საქართველოში“

პროექტის მიზანია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით დაზარალებულ პირთა მომსახურების ხარისხისა და კოორდინაციის გაძლიერება. ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით და აერთიანებს სამოქალაქო და პროფესიულ ორგანიზაციებს, რათა ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკას და არსებული მომსახურების სისტემების ეფექტიანობის შეფასებას.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ (სკბთს), პროექტის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციის სერვისების გაუმჯობესებაზე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (CBT) ინტეგრირებით. ამ მიმართულებით შემუშავდა სპეციალურად მორგებული სასწავლო კურიკულუმი და სახელმძღვანელო, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის (TOT) პროგრამა ცხრა თვიანი სუპერვიზიით, ასევე, ოთხთვიანი საპილოტე სასწავლო კურსი 30-მდე მრავალპროფილური სპეციალისტისთვის.

ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების შეფასება განხორციელდა ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის მიერ, RE-AIM ჩარჩოს (Reach, Effectiveness, Adoption, Implementation, Maintenance) გამოყენებით. აღნიშნული ჩარჩო საშუალებას იძლევა შეფასდეს სერვისების საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გავლენა და გამოიკვეთოს მდგრადი, ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვის საუკეთესო პრაქტიკები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისა და მათი ოჯახებისთვის საქართველოს მასშტაბით.