ჩვენი პროგრამები

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი სასწავლო პროგრამა

პროგრამის შესახებ

სკბთს-ის ბაზაზე შემუშავებულია კბთ-ის სასწავლო პროგრამა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების ასოციაციის მოთხოვნებთან. აღნიშნული პროგრამა აკრედიტირებულია EABCT-ის მიერ.

 

პროგრამის სასწავლო მიზანი

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიცირებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტების მომზადება, რომლებიც აკმაყოფილებენ EABCT-ის პროფესიულ სტანდარტებს.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგი მიმართულებებით:

  • კბთ-ის ფუნდამენტური პრინციპები და მათი გამოყენების თეორიული დასაბუთება;
  • სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის კოგნიტურ-ბიჰევიორული მოდელები;
  • კლიენტთან კოლაბორაციული თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • კბთ-ის გამოყენება სუპერვიზიის ქვეშ სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევებში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ დიპლომისშემდგომი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ პროფესიულ მზადყოფნას და სუპერვიზირებულ კლინიკურ გამოცდილებას.

 

მიღების წინაპირობები

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • აქვთ უმაღლესი განათლება ფსიქიატრიაში, ფსიქოთერაპიაში, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიაში ან კლინიკურ ფსიქოლოგიაში (მათ შორის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში);
  • გააჩნიათ ცოდნა განვითარების ფსიქოლოგიაში, ფსიქოპათოლოგიაში, ფსიქიატრიაში, ფსიქოთერაპიის თეორიებსა და კლინიკური კონსულტირების საფუძვლებში;
  • ფლობენ კომუნიკაციის და პრაქტიკულ უნარებს თერაპიული პროცესის ფარგლებში (მოსმენა, არავერბალური კომუნიკაცია, თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება);
  • აქვთ ზრდასრულებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გამოირჩევიან თვითრეფლექსიისა და პიროვნულ განვითარებაზე მუშაობის უნარით;
  • იცავენ ფსიქოთერაპიული პრაქტიკის ეთიკურ სტანდარტებს;
  • იცნობენ კბთ-ის ძირითად პრინციპებს და მოტივირებულნი არიან მისი სიღრმისეულად შესასწავლად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად;
  • აქვთ პროგრამის სრული გავლის შესაძლებლობა — სემინარებში მონაწილეობა, სუპერვიზია, ინტერვიზია, ლიტერატურის გაცნობა, კლინიკური პრაქტიკა და სწავლის საფასურის დაფარვა;
  • ფლობენ საბაზისო კომპიუტერულ უნარებს და აქვთ ინტერნეტთან წვდომა.

ცალკეული გამონაკლისების განხილვა შესაძლებელია პროგრამის ორგანიზატორებთან.
გამონაკლისის სახით, მიღება შესაძლებელია იმ სტუდენტებისა და ინტერნების შემთხვევაშიც, რომლებიც ასრულებენ ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებს.

 

პროგრამის სტრუქტურა

  • თეორიული და პრაქტიკული სწავლება
  • მინიმუმ 200 საათი თეორიული ტრენინგი და 250 საათი უნარ-ჩვევათა პრაქტიკული სწავლება;
  • სავალდებულო ლიტერატურის (მინ. ოთხი სახელმძღვანელო) დამოუკიდებლად შესწავლა და პრეზენტაციების მომზადება.

 

სუპერვიზირებული კლინიკური პრაქტიკა

  • პირველი წლის განმავლობაში სტუდენტებმა უნდა გაიარონ მინიმუმ 250 საათიანი კლინიკური პრაქტიკა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან ფსიქიატრთან.
  • მეორე და მესამე წლებში — მინიმუმ 200 საათი კბთ პრაქტიკა რვა კლიენტთან, სამი განსხვავებული აშლილობის ტიპზე.
  • ოთხ შემთხვევაზე საჭიროა აუდიო/ვიდეო ჩანაწერის წარდგენა (კონფიდენციალობის სრული დაცვით).
  • ოთხი შემთხვევა უნდა იყოს წერილობით აღწერილი და შეფასებისთვის წარდგენილი.

 

სუპერვიზია

  • სულ მცირე 200 სუპერვიზიის საათი, მათ შორის ინდივიდუალური და ჯგუფური ფორმატით.
  • ჯგუფური სუპერვიზია ტარდება კვირაში ერთხელ, მეორე წლიდან — სულ მცირე 80 საათი ორი წლის განმავლობაში.

 

შეფასება

შეფასება მოიცავს თეორიულ ტესტებს, წერით დავალებებს, თერაპიის ჩანაწერების შეფასებას, შემთხვევების აღწერას და სადიპლომო ნაშრომის შესრულებას.

 

პროგრამის ხანგრძლივობა და საფასური

პროგრამის ხანგრძლივობა — სულ მცირე სამი წელი.

სწავლის წლიური საფასური ცვალებადია და ამჟამად (2025) შეადგენს წელიწადში 2160 ლარს, რომლის გადახდაც შესაძლებელია ეტაპობრივად (180 ლარი თვეში, 360 ლარი ორ თვეში ერთხელ ან 540 ლარი ყოველ სამ თვეში).


საგნის განმეორებით მოსმენის შემთხვევაში, სტუდენტი იხდის დამატებით საფასურს საგნის შესაბამისი სამუშაო დღის რაოდენობის მიხედვით.

 

საერთაშორისო აღიარება და აკრედიტაცია

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი სასწავლო პროგრამა წარმოადგენს საქართველოში კბთ-ის სწავლების უმაღლესი სტანდარტების მქონე კურსს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების ასოციაციის (EABCT) მოთხოვნებთან.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტირებულ სერტიფიკატს, რაც მათ საშუალებას აძლევს პროფესიული საქმიანობა განახორციელონ როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში, ევროპული აკრედიტაციის ფარგლებში აღიარებული თერაპევტის სტატუსით.