
27 იანვარს, Tbilisi Marriott Hotel-ში, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა თემაზე „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურში“.
კონფერენციას ესწრებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები.
მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მნიშვნელობა და ღირებულება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ასევე წარმოადგინეს თანამედროვე კვლევების შედეგები და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის თანამედროვე მიდგომები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა სკბთს საზოგადოების კრება.
2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.
2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:
„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.