
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება გიწვევთ კონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე სპეციალისტებს, ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
თარიღი და დრო: 27 იანვარი, 10:00–19:00
მისამართი: Marriott Tbilisi Hotel, რუსთაველის გამზირი #13
კონფერენციის დროს მომხსენებლები გაგაცნობენ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მნიშვნელობას და ღირებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ახსნიან, რა არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და როგორ ეხმარება მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ასევე წარმოადგენენ თანამედროვე კვლევების შედეგებს. კონფერენციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ვორქშოფზე დასწრება.
მონაწილეებს გამოცდილების გაზიარების, ვორქშოფში მონაწილეობის, აქტუალურ საკითხებზე მოხსენებების მოსმენისა და კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.
რეგისტრაცია:
ადრეული რეგისტრაცია: 29 დეკემბერი – 23 იანვარი, საფასური 120 ლარი
გვიანი რეგისტრაცია: 24–26 იანვარი, საფასური 130 ლარი
სერტიფიკატი: ყველა მონაწილეს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი. სკბთს-ის წევრებისთვის კონფერენციაზე დასწრება ითვლება როგორც 1 სატრენინგო დღე.
რეგისტრაცია ხელმისაწვდომია აქ.
2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.
2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:
„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.