GEO | ENG

News

07 Oct 2022

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პირველი კონფერენცია „თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში“

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება გიწვევთ კონფერენციაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე სპეციალისტებს, ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

თარიღი და დრო: 12 ნოემბერი, 10:00–17:00
მისამართი: 26 მაისის მოედანი, N1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“

კონფერენციაზე მომხსენებლები წარადგენენ კოგნიტურ-ბიჰევიორული და სქემაზე ფოკუსირებული თერაპიის თანამედროვე მიღწევებსა და გამოწვევებს, წარმოადგენენ კვლევების შედეგებს და გაიმართება დისკუსია. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთი დღე გაატარონ კოლეგებთან სასიამოვნო გარემოში, გააზიარონ გამოცდილება და დასვან კითხვები.

რეგისტრაცია:
ადრეული რეგისტრაცია გაიხსნება 1 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 25 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ.
მომხსენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სერტიფიკატი: ყველა მონაწილეს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი. სკბთს-ს წევრებისთვის კონფერენციაზე დასწრება ითვლება როგორც 1 სატრენინგო დღე (6 სთ).

დასწრების საფასური:

  • 3–25 ოქტომბერი: 100 ლარი, სტუდენტებისთვის და სკბთს-ს წევრებისთვის – 80 ლარი

  • 25 ოქტომბერი–1 ნოემბერი: 120 ლარი, სტუდენტებისთვის და სკბთს-ს წევრებისთვის – 100 ლარი

გადახდის მეთოდი: თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება
GE86BG0000000860617600
(დანიშნულებაში მიუთითეთ: კონფერენციის საფასური)

გთხოვთ, გადახდის დამადასტურებელი „სქრინი“ გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: cbtconference2022@gmail.com

03 Feb 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

28 Nov 2025

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ UNICEF-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.