
2022 წლის 17 ივნისს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ჩატარდება ონლაინ ვორქშოფი ZOOM-ის საშუალებით, ინგლისურ ენაზე. ვორქშოფის თემატიკა იქნება: „CBT თერაპიის, სუპერვიზიისა და ტრენინგის დისტანციურად მიწოდება — მიდგომები, ტექნიკა, უპირატესობები და გამოწვევები“. ვორქშოფს გაუძღვება ჰელენ მაკდონალდი დიდ ბრიტანეთიდან.
ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ CBT თერაპევტებს, სტაჟიორებს ნებისმიერ დონეზე, მასწავლებლებს და სუპერვიზორებს, დისტანციური CBT-ის გამოცდილებით ან მის გარეშე. სემინარი ორგანიზებულია სერბეთის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტების ასოციაციის (SRABCT) მიერ.
ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი. მონაწილეობისათვის რეგისტრაცია აუცილებელია 12 ივნისამდე. დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/theREMOTEcbt_Workshop2_RF
2026 წლის 16–19 სექტემბერს, ბრიუსელში, გაიმართა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ევროპული ასოციაციის (EABCT) 56-ე ყოველწლიური კონგრესი, რომლის თემაც იყო Unique as we are.
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია კონგრესზე თავისი დელეგაციით წარდგა.
2026 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00–20:30 CET | 20:00–23:30 თბილისის დროით, პროფესორი ფრანკ ნოინერი (ბილეფელდის უნივერსიტეტი, გერმანია) გაუძღვება ონლაინ ვორქშოფს სახელწოდებით:
„ტრავმული მოგონებებიდან თანმიმდევრულ ცხოვრებისეულ ისტორიამდე: ნარატიული ექსპოზიციის თერაპია ომის, ძალადობის, მარგინალიზაციისა და სოციალური დევალვაციის კონტექსტში“.