GEO | ENG

News

21 Dec 2021

მიღება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომ პროგრამაზე – 2022

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაზე.

პროგრამა უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილების მიღებას.

მონაწილეობა შეუძლიათ კლინიკური პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგებს (მაგისტრებს) და ფსიქიატრებს.

მონაწილეებმა უნდა შეძლონ ტრენინგებში აქტიური ჩართვა და საკუთარი კლინიკური პრაქტიკის ორგანიზება შესაბამისი კატეგორიის კლიენტებთან. სწავლების პროცესში მონაწილეებს მიეწოდებათ ლიტერატურა ქართულ და ინგლისურ ენებზე (რუსულ ენაზე — შეზღუდული მოცულობით).

სემინარები ტარდება თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას. ვორქშოფებს პერიოდულად უძღვებიან უცხოელი სპეციალისტები.

პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი. პირველი წელი ფოკუსირდება თეორიულ სწავლებაზე და კბთ-ს ძირითადი ტექნიკების შესწავლაზე; მეორე და მესამე წლები — სხვადასხვა აშლილობების დროს კბთ-ს გამოყენებასა და სუპერვიზირებულ კლინიკურ პრაქტიკაზე.

პირველი წლის პარალელურად მონაწილეებმა უნდა გაიარონ 250-საათიანი კლინიკური პრაქტიკა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ უკვე მუშაობენ კლინიკურ სფეროში).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 14 იანვარი
სწავლის დაწყება: თებერვალი

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია — მაქსიმუმ 20 ადამიანი. შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ფსიქიატრებსა და კლინიკური პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგებს.

შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ ონლაინ გასაუბრების ბმული.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995 599) 73 54 43
ელ-ფოსტა: geocbt@gmail.com

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV, დიპლომის ასლები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

03 Feb 2026

მიღება სკბთ სასწავლო პროგრამაზე (2026)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

28 Nov 2025

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ UNICEF-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

25 ნოემბერს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიზანია ძალადობისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტრავმაზე დაფუძნებული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული თერაპიული მიდგომების მხარდაჭერა და მათი გრძელვადიანი დანერგვა საქართველოში.